ნარჩენების მართვა

ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა
(სპეციალური კატეგორია)

დაწესებულია პროგრამასთან „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“
თანამშრომლობით (პროგრამა ხორციელდება CENN-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით)

ჯილდო გამორჩეული პროექტისთვის, რომელიც ამცირებს ნარჩენების მავნე ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული პროგრამა/პროექტი ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც არის ბუნებრივ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირება ნარჩენების მართვის ეფექტიანი მიდგომების (ნარჩენების მინიმიზაცია, ხელმეორე გამოყენება, სეპარაცია, გადამუშავება, ენერგიად აღდგენა) ამოქმედებით და ბიზნესსექტორში ნარჩენების მართვის ინიციატივების ხელშეწყობით.

საკონკურსოდ წარდგენილი პროგრამის/პროექტის/ინიციატივის მიზნები უნდა იყოს:

ნარჩენების რაოდენობის შემცირება:

  • ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების ინიციატივები;
  • მწვანე შესყიდვების გრძელვადიანი და ინოვაციური პროგრამები, მიმართული გადამუშავებული ან გარემოსდამზოგი (მაგ., ნაკლები შეფუთვის მქონე) პროდუქციის შესყიდვაზე.

ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება:

  • კომპანიებში ნარჩენების დახარისხების პროგრამები (მაგ., ქაღალდის, შუშის, ალუმინის) შემდგომი გადამუშავების მიზნით (აუცილებელი პირობაა დახარისხებული ნარჩენების მიწოდება გადამამუშავებელი კომპანიებისთვის);
  • ნარჩენების კომპოსტირების პროგრამები.

ნარჩენების მართვის სათანადო მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობა (დამხმარე
ღონისძიებები):

  • კომპანიების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდამზოგი ქცევის ჩამოყალიბების გრძელვადიანი პროგრამები (მაგ., ღონისძიებები, კამპანიები, ტრენინგები და სხვა), რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას, დახარისხებასა და გადამუშავებას;
  • საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები და კამპანიები, რომელთა მიზანია მოსახლეობის ჩართვა ნარჩენების შემცირების, დახარისხებისა და გადამუშავების პროცესებში.

იხილეთ: განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო

http://www.cenn.org/
USAID vertial image_6483441

© 2018 all rights reserved by CSRDG