კონკურსის ჟიური

კონკურსის ჟიური

კონკურსზე წარდგენილ პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური (გარე შემფასებელთა ჯგუფი), რომელიც შედგება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს და მისი ცალკეული მიმართულებების (გარემოს დაცვა, თემის განვითარება, შრომითი საკითხები, მომხმარებლის უფლებები და ა.შ.) წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან.

შეფასების პროცესი არის მთლიანად დამოუკიდებელი; კონკურსის ორგანიზატორის (CSRDG) არც ერთი წევრი არ არის ჟიურის შემადგენლობაში. ჟიურის წევრებიწარმოადგენენ საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამეცნიერო წრეებს და მოწვეული არიან მიუკერძოებლობის, ცოდნისა და გამოცდილების გამო.

თითოეულ კატეგორიას დამოუკიდებლად შეაფასებს შემფასებელთა კონკრეტული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან CSR-ექსპერტები და შესაბამისი მიმართულების ექსპერტები (მაგალითად, გარემოსდაცვითი კატეგორიის შემფასებელთა ჯგუფი შედგება CSR-ექსპერტებისა და გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტებისგან და ა.შ.).

ინფორმაცია ჟიურის ქართველი წევრების შესახებ ამ ეტაპზე არ მჟღავნდება (ჟიურის ყველა წევრმა მოაწერა ხელი კონფიდენციალობის შეთანხმებას), ინტერესთა კონფლიქტის და ლობირების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჟიურის ქართველ წევრთა სახელები ცნობილი გახდება დეკემბერში, დაჯილდოების ცერემონიის დროს.

2018 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ჟიურის საერთაშორისო წევრები არიან:

ანა ბოლტი
Business in the Community, The Prince’s Responsible Business Network,
დიდი ბრიტანეთი

ანგუს მაკქეიბი
Third Sector Research Centre, ბირმინგემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

პაველ ჰრიკა
Pontis Foundation, სლოვაკეთი

ელეინ კოენი
Beyond Business, ისრაელი

ჟაკ სპელკენი
ENGIE Group, ბელგია

ლუკას ბაკოსი
Maxman Consultants, სლოვაკეთი

თომას კოლსტერი
Goodvertising, დანია

ჰანს ვისმეთი
საქსონიის მეცნიერებათა აკადემია, გერმანია

პიტერ ენჯელი
Kessler Consulting, Inc.
ამერიკის შეერთებული შტატები

კრის ბათერსი
University of Oslo, ნორვეგია

მარიანა ბოუგლე
CSR Sweden, შვედეთი

© 2018 all rights reserved by CSRDG